მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს სპორტის სიყვარულს უღვივებენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები სპორტულ-შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში, ქუთაისის სპორტის სასახლეს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს, და სპორტის მუზეუმს სტუმრობდნენ.
ექსკურსია სპორტის მასწავლებლის - კახა ჯგერენაიას ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით გაიმართა.
მოსწავლეებმა სპორტის სასახლე მოინახულეს, საინტერესო ინფორმაციები მიიღეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
„დღემ საინტერესოდ, ნაყოფიერად და წარმატებულად ჩაიარა“, - გვიყვებიან სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: