სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2024-2025-ს“ აქტიურად შეურთდნენ.
აღნიშნული ოლიმპიადის ფარგლებში, ბადმინტონსა და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა შეჯიბრება, სადაც ნოსირის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა გაიმარჯვა. ბავშვებმა სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
გამარჯვებული გუნდის წევრების მასწავლებელი არჩილ ჯღამაია გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს სპორტის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ.