ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონფერენციასა და საგანმანათლებლო სახის აქტივობაში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეები სამეცნიერო ფესტივალს დაესწრნენ. ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა და ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციას, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის ზრდას ისახავდა მიზნად.
სამეცნიერო ფესტივალი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და მასში სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები მონაწილეობდნენ.
„მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა, მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები და თავიანთი ინტერესების შესაბამისად გააკეთონ პროფესიული არჩევანი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: