ბათუმის N30 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო კონფერენციებსა და აქტივობებში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
სკოლა, ამჯერად, პედაგოგების მორიგ წარმატებას გვიზიარებს.
ბათუმის N30 საჯარო სკოლის მასწავლებლები ლელა ქოქოლაძე და მინდია ფუტკარაძე, აჭარის პედაგოგთა VIII რეგიონალურ კონფერენციის „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“ გამარჯვებულები (მ.შ. ფულადი ჯილდო) გახდნენ.
სასკოლო საზოგადოება მათ ამ წარმატებას ულოცავს და კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: