ბათუმის N30 საჯარო სკოლის წარმატებული მასწავლებლები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და პროგრამაში მონდომებით, დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
მათ შორის არიან სკოლის პედაგოგები თამარ აბდიბა და ლელა ქოქოლაძე. ისინი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსში - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ წარმატებით მონაწილეობდნენ და გამარჯვებაც მოიპოვეს.
სასკოლო საზოგადოება მათი მიღწევით ამაყობს და მომავალში წინსვლას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ყოველთვის მხარს უჭერენ როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წარმატებას.