გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის თანამშრომლები პედაგოგის- მადინა გუსეინოვას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ.
სკოლაში მას დიდი სიყვარულით, პატივისცემით იხსენებენ და გულისტკივილით აცილებენ.
„ეს არის საშინელი და წარმოუდგენელი ამბავი მადინა იყო კარგი კოლეგა, კარგი მასწავლებელი, კარგი მეგობარი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
etaloni-ge-ს შემოქმედებითი გუნდი უსამძიმრებს სკოლას, ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს ღირსეული პედაგოგის გარდაცვალების გამო.