წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან.
მათ შორის, ერთ-ერთი მე-3ვ კლასის მოსწავლე მარიამ რაჩკოვსკი გახლავთ. ის „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობდა და მათემატიკის ტურის გამარჯვებული გახდა. მისი პედაგოგი შორენა კვერნაძეა.
სკოლაში მისი მიღწევით ხარობენ, ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N3 საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდის მთავარი საზრუნავი სწორედ მომავალი თაობის წარმატებული მომავალია.
იხილეთ ფოტო: