ბოგვის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ხელების დაბანის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
17-10-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ იქ პედაგოგთა მიზანი როგორც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ცნობიერების ამაღლებაა. სწორედ ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ დიდი ყურადღება ჰიგიენის საკითხს ეთმობა. 

ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა ხელების დაბანის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მათ მასწავლებელი და ექიმი ხელების საპნით დაბანის, როგორც დაავადებისგან თავდაცვის ეფექტურ საშუალებაზე ესაუბრნენ. მათ მოსწავლეები მრავალფეროვანი აქტივობებით წაახალისეს.

შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერი ხელების დაბანის მსოფლიო დღეა. ხელების დაბანის დღე 2008 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება და ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას ხელების წყლითა და საპნით დაბანის მნიშვნელობის შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203