თბილისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ, შიდასაკლასო აქტივობებთან ერთად კი საინტერესო გასვლით ღონისძიებებს სთავაზობენ.
28 სექტემბერს, ჩატარდა პურის ფესტივალი ბოტანიკურ ბაღში, სადაც იმყოფებოდნენ მე-4ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - სოფიო ასლამაზიშვილის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია დაათვალიერეს. მონაწილეობა მიიღეს პურის ცხობის მასტერკლასში, ნახეს შემეცნებითი ილუსტრაცია ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.
ფესტივალზე მოსწავლეებმა ასევე დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის ქართული პური.
იხილეთ ფოტოები: