თბილისის N36 საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი საზეიმო გაკვეთილი 
18-10-2024

თბილისის N36 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი ზღაპრულ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰგავს. 

პედაგოგები პატარების სასწავლო მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მათ სახალისო აქტივობებს სთავაზობენ. 

ახლახან, I კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პედაგოგ სოფო ასლამაზიშვილის დახმარებით, I კლასის მოსწავლეებმა წიგნიერების სამყაროში თამამად შეაბიჯეს. მასწავლებელმა პატარებს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი და არაერთი სახალისო აქტივობა შესთავაზა.

საზეიმო გაკვეთილი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით წარიმართა. 

პედაგოგმა მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა და წიგნიერების სამყარში საინტერესო შემეცნებით მოგზაურობას შეჰპირდა. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203