თბილისის N174 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განმავითარებელი და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
ამჯერად, პედაგოგმა მანანა ივანიძემ 1-ელიდ კლასში ღია გაკვეთილი - „ანბანის შემობრძანება“ ჩაატარა. მან მოსწავლეებს სხვადასხვა თემატური აქტივობა შესთავაზა და დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია.
აღსანიშნავია, რომ პატარების განწყობა ბუშტებით მორთულმა სასკოლო გარემომაც აამაღლა. როგორც მასწავლებელი მანანა ივანიძე გვიყვება, გაკვეთილზე მოსწავლის - ლილე ოდიშელიძის ბებია, პოეტი ცინარი ხმიადაშვილი ესტუმრათ. მან ლექსი სპეციალურად ამ დღისთვის დაწერა.
„წიგნიერების სამყაროში მოგზაურობა იწყება. ვუსურვებ წარმატებებს ჩემს პატარა მეგობრებს“,- წერს მასწავლებელი.
იხილეთ ფოტოები: