თბილისის N36 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, ნატალია ყურმაშვილის სადამრიგებლო - Iა კლასის მოსწავლეებმა ღიმილის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მათ სხვადასხვა თემატური აქტივობა გამართეს, იხალისეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
მასწავლებელმა პატარა მოსწავლეებს ღიმილის საერთაშიროსი დღის შესახებ ინფორმაცია გააცნო, მათ შეკითხვებს უპასუხა და კლასში სადღესასწაულო გარემო შექმნა. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდა ყვითელი ბუშტი, რომელზეც ღიმილის „ემოჯი“ იყო გამოსახული.
„დღესასწაულს საფუძველი ამერიკელმა მხატვრმა, ჰარვი ბელმა დაუდო. მე-20 საუკუნის მხატვრის ნამუშევრები დიდი ნიჭიერებით არ გამოირჩეოდა და რომ არა ერთი იღბლიანი შემთხვევა, დღეს ბელი არავის ემახსოვრებოდა.
1963 წელს ბელს სადაზღვევო კომპანიის State Mutual Life Assurance Company of America-ს წარმომადგენლებმა სთხოვეს, მათი კომპანიისთვის თვალისმომჭრელი ლოგო შეექმნა.
ჰარვის დიდხანს არ უფიქრია, მან ყვითელ რგოლში მომღიმარი შავი პირი და თვალები ჩახატა. ინტერნეტსივრცეში ეს ლოგო „სმაილის“ სახელით არის ცნობილი. დამკვეთებს მხატვრის ნამუშევარი მოეწონათ და ბელს 50 აშშ დოლარი გადაუხადეს. რამდენიმე თვეში „სმაილი“ მთელ აშშ-ს მოედო. მას მაისურებზე, კონვერტებზე, ასანთის კოლოფებსა და ღია ბარათებზე გამოსახავდნენ. აშშ-ის ფოსტამ „სმაილის“ გამოსახულებიანი მარკაც გამოუშვა.
ღიმილის საერთაშორისო დღე პირველად 1999 წელს აღნიშნეს. მხატვარს მიაჩნდა, რომ ამ დღეს ადამიანები დადებით განწყობაზე უნდა იყვნენ და რაც შეიძლება ხშირად გაიღიმონ“,- პედაგოგმა მოსწავლეებს ეს ინფორმაციაც გააცნო.
იხილეთ ფოტოები: