ბათუმის N25 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის, კომპიუტერები გადაეცათ 
17-10-2024

ბათუმის N25 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს: ქეთი შოთაძეს, ელენე გვიანიძეს, ელენე დევაძეს, ანნა საკანდელიძესა და ნინი ბალაძეს ლეპტოპები საჩუქრად საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ისინი მოტივირებული, მიზანდასახული, ნიჭიერი და წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეები არიან.

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203