თბილისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი მეტად საინტერესო და სახალიოსოა. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და აქტიურად ზრუნავენ მათი შემოქმედებითი ნიჭის განვითარებაზე.
„ფორმა სამყაროში“ - ასე ჰქვია 1-ელიბ კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობას, რომლის დახმარებითაც მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე გეომეტრიული ფორმები შეისწავლეს.
კლასის ხელმძღვანელ ნანი ჯამბაზიშვილთან ერთად ბავშვებმა ბევრი იხალისეს, თამაშ-თამაშით ბევრი ახალი შეიმეცნეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ვიდეო: