ტბეთის საჯარო სკოლის ორმა პირველკლასელმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში საზეიმოდ შეაბიჯა
17-10-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანეთის“ სამყაროში მოგზაურობა დაიწყეს. 

მათ ეს მნიშვნელოვანი დღე დამრიგებელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ციური თურმანიძემ დაუვიწყარ ზეიმად უქცია. მან პატარებს თემატური აქტივობები შესთავაზა, პირველი ასო-ბგერები აუხსნა, ზოგადად, ანბანის დანიშნულებაზე ესაუბრა და დღე გაულამაზა. 

თავის მხრივ, სკოლის ორად ორმა პირველკლასელმა ანბანის სწავლა დიდი მონდომებითა და ხალისით დაიწყო. მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემო სადღესასწაულოდ - ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით იყო გაფორმებული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203