ბათუმის N25 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განმავითარებელი გარემოა შექმნილი, სადაც ახალგაზრდები დემოკრატიულ ღირებულებებს ეცნობიან.
ახლახან, სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესი ყველა წესის დაცვითა და სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა.
მოსწავლეებმა თავიანთი შეხედულება არჩევნების საშუალებით დააფიქსირეს.
სკოლაში ყურადღება მოსწავლეთა თვითმმართველობის შემდეგ ფუნქციებზეც გაამახვილეს:
- მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობას იღებს სამეურვეო საბჭოს მუშაობაში;
- შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოს წარუდგენს მნიშვნელოვან მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშრებით;
- თანამშრომლობს დირექციასთან და სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ათანხმებს მასთან;
- იცვას მოსწავლეთა ინტერესებს და მათი უფლებებს, საჭიროების შემთხვევაში შუამდგომლობს მოსწავლეებს სკოლის დირექციასთან;
- ხელს უწყობს სკოლაში არსებული კლუბების აქტიურ მუშაობას;
- მონაწილეობას იღებს სკოლაში მიმდინარე ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
- შუამდგომლობას აყენებს სკოლის დირექტორთან გამორჩეული მოსწავლეების წახალისების საკითხთან დაკავშირებით;
- გეგმავს გამოფენებს სკოლის ტერიტორიაზე სკოლის დირექტორთან შეთანხმებით;
- შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესთან დაკავშირებით;
- დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;
- სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;
- წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს და ირჩევს მათ ხელმძღვანელებს;
- უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობას იღებს დისციპლინური კომიტეტის მუშაობაში.
იხილეთ ფოტოები: