ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ.
ამჯერად, ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - ვაზგანუშ აკოპიანის ხელმძღვანელობით, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები საინტერესო აქტივობაში ჩაერთნენ.
მათ აქტივობები გაკვეთილის თემის - „ღვინის სამშობლო“ ფარგლებში განახორციელეს. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ, ცოდნა გაიღრმავეს და „ღვინის სამშობლოს“ შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცნენ.
იხილეთ ფოტოები: