თბილისის N36 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ იქ მოსწავლეებს თვითგამოხატვის, შემეცნებისა და ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობა აქვთ. პედაგოგები ბავშვებს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას სთავაზობენ ხოლმე.
ამჯერად, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, 1-ელია კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ეს მე ვარ“ იმუშავეს. გაკვეთილზე მათ სარკე ჰქონდათ, რომელშიც იყურებოდნენ და თან ავტოპორტრეტებს ხატავდნენ.
პატარა მოსწავლეებმა დიდი მონდომებით იმუშავეს, გაიგეს, რა არის ავტოპორტრეტი და შესაძლებლობები გამოავლინეს.
იხილეთ ფოტოები: