თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ყველაზე პატარების - პირველკლასელების განწყობასა და ცოდნის გაღრმავებაზე კი პედაგოგები განსაკუთრებულად ზრუნავენ.
ახლახან, პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს, რაც ღონისძიებით - „ანბანის შემობრძანება“, აღნიშნეს. ისინი თემატურ აქტივობებში მასწავლებლის - სოფიო ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ მათ თემატური მაისურები ეცვათ, რომლებზეც დედაენა იყო გამოსახული. გარდა ამისა, ღონისძიების ბოლოს, კლასში ტორტიც გაიჭრა.
მოსწავლეებისთვის ეს დღე მართლაც დაუვიწყარ მოგონებად გადაიქცა.
იხილეთ ფოტოები: