თბილისის N36 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები პირველკლასელთა სასწავლო მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯების თამამად გადადგმაში ეხმარებიან.
სწორედ მათი წახალისების მიზნით, შემეცნებითი და შემოქმედებითი, საშემოდგომო აქტივობა - „მე პირველკლასელი ვარ“.
აქტივობა მოსწავლეებს კლასის ხელმძღვანელმა - ნატალია ყურმაშვილმა შესთავაზა. მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა და ბავშვების მაღალი ჩართულობით წარიმართა.
იხილეთ ფოტოები: