თბილისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით.
ახლახან, მე-4ბ კლასის მოსწავლეები მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ილიასა და სხვათა საფლავები ყვავილებით შეამკეს, მათ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ უკან.
იხილეთ ფოტოები: