მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-4 კლასელებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. აღნიშნულ პრეზენტაციას სკოლის დირექტორი დათო ნაჭყებია, სასწავლო ნაწილი ნინო სურმავა და ქართულის მასწავლებელი ნატო ნანავა ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა ბიბლიოთეკიდან აიღეს კლასგარეშე წიგნები, რომელთა მეშვეობითაც საჭირო ცოდნა და ინფორმაცია მიიღეს.
მათ უპასუხეს წიგნის კლუბის სადისკუსიო კითხვებს, იმსჯელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობის გაზრდას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე