შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიაზე შეყვარებული პიროვნებები არიან. ისინი მოსწავლეთა აღზრდა-განათლების საქმეში უდიდეს შრომას დებენ.
მათი ღვაწლი და შრომა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს დაჯილდოვდნენ.
სკოლისდირექტორი გულნაზ ფუტკარაძე უღრმეს მადლობას უხდის ორგანიზატორებს რესურსცენტრსა და მერიას, რომელთაც სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს სოფელ დღვანის საჯარო სკოლის ღვაწმოსილი პედაგოგები - ჟუჟუნა ფუტკარაძე და თამარ ტაკიძე, ასევე მარინე გოგიტიძე და ჯამბულ ფუტკარაძე.
„გილოცავთ ამ ლამაზ დღეს პედაგოგებო, მრავალი თაობა აგღეზარდოთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: