ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდნენ.
კვირეულის ფარგლებში, მთაწმინდის პარკში „მხიარული სტარტები“ ჩატარდა, რომელშიც მე-7 კლასელები წარმატებით მონაწილეობდნენ.
„მათ „მხიარულ სტარტებში“ ასპარეზი არავის დაუთმეს და პირველ ადგილზე გავიდნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება მათი წარმატებით ამაყობს.
„ვულოცავ „ჩვენს ყოჩაღებს“ გამარჯვებას. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო სპორტის პედაგოგს, მაია გარსევანიშვილს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: