მესხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები წესების დაცვით წარიმართა
17-10-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში, 16 ოქტომბერს, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

არჩევნებში VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. არჩევნები ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა და ფარული კენჭისყრით, თანასწორობის საფუძველზე ჩატარდა.

სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, მათი აქტიურობა ახარებთ და ახალარჩეულ თვითმმართველობას წარმატებას უსურვებენ. 

„წარმატებებსა და ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებთ მესხეთის სკოლის თვითმმართველობას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203