წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლა მოსწავლეთა წარმატებას ყოველთვის დიდი სიხარულით გვიზიარებს.
მათ შორისაა სკოლის მოსწავლე ლევან ხინიკაძე. მან, ნოდარ ჭანუყვაძისა და ოთარ ბაკურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკურ ტურნირში, ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში U15 წლამდელთა შორის, წარმატებით იასპარეზა.
მოსწავლემ აღნიშნულ ტურნირში თავი გამოიჩინა და დაისაკუთრა საპრიზო მესამე ადგილი.
რესპუბლიკური ტურნირი ბათუმში ჩატარდა.
საბეჭისის საჯარო სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ.
„ვულოცავთ წალკელ ნორჩ, ფალავანს მიღწეულ შედეგს, მადლობას ვუხდით მწვრთნელ ელიზბარ გოგიტიძეს, წალკის სპორტსკოლის ხელმძღვანელობას გაწეული შრომისათვის და ვუსურვებთ შემდეგში უფრო დიდ წარმატებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.