ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ცხოველების მოვლას, სიყვარულსა და მოფრთხილებას ასწავლიან.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე ორიგინალურად აღინიშნა.
როგორც გვიყვებიან, ტრადიციულად, ბიოლოგიის მასწავლებელმა, ხათუნა შალიკაშვილმა სკოლის მოსწავლეები გაახარა. ამ დღესთან დაკავშირებით, პროექტის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ცხოველები და ფრინველები სკოლაში მიიყვანეს.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ოთხფეხა მეგობრები გააცნეს და საინტერესო ისტორიები უამბეს მათ შესახებ.
ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი გამოვიდა.
„ყოველთვის ტრიალებს სკოლაში ხალისი, განწყობა და სიყვარული.
მადლობა უსაყვარლეს ხათუნა მასწავლებელს, ჩვენს მოსწავლეებსა და მშობლებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: