თბილისის N212 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
18-10-2024

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პატარებმა პედაგოგის დახმარებით წიგნიერების სამყაროში თამამად შეაბიჯეს. პედაგოგმა მოსწავლეები სახალისო და საინტერესო აქტივობებში ჩართო და საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქცია.

პედაგოგმა პატარებს ანბანის სწავლის მნიშვნელობა შეახსენა პირველი ასო-ბგერების სწავლის დაწყება მიულოცა. 

„გილოცავთ. ჩვენო პატარებო ანბანის შემობრძანებას! ცოდნის სამყაროში პირველ ნაბიჯებს. გახსოვდეთ, რომ წიგნი იქნება თქვენი ერთგული მეგობარი, რომელიც გაგინათებთ ცხოვრების გზას! წარმატებები!“,- დიდი სიყვარულით მიმართა პედაგოგმა მოსწავლეებს და წიგნიერების დიდ და საოცარ სამყაროში პირველი ნაბიჯები დაულოცა. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203