ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლა დირექტორს - ზურაბ დარჩიძეს გლოვობს.
ზურაბ დარჩიძე მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს არაერთი წელი ემსახურა და ქვეყანას ბევრი წარმატებული ახალგაზრდა აღუზარდა. მისი გარდაცვალება მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის დიდი დანაკლისია. მას სკოლაში ახასიათებენ, როგორც ღრმადპატივსაცემ პიროვნებას, რომელიც მოსწავლე-მასწავლებელთა დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარი გახლდათ.
„გლოვის ზარი დაირეკა დღეს, ჩვენს სკოლაში ჩვენმა ზურაბ მასწავლებელმა, ჩვენმა დირექტორმა გადაინაცვლა სამუდამო სამყოფელში ის უაღრესად გვერდში მდგომი პიროვნება იყო, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მთელი სკოლის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ ოჯახს!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
etaloni.ge-ს შემოქმედებითი გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი პატივსაცემი და ღირსეული პიროვნების გამო და უსამძიმრებს სკოლასა და ოჯახს.