ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის დასაწყისში, ღიმილის საერთაშორისო დღემ მთელი სკოლა მოიცვა. იქ სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა, სასკოლო საზოგადოებამ სახალისო კითხვარები შეავსო და ერთმანეთს დადებითი ემოციები გაუზიარა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს „სმაილები“ ჰქონდათ დამაგრებული და ერთმანეთს მოწყენის საშუალება მთელი დღის განმავლობაში არ მისცეს.
გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეთათვის გასვლითი აქტივობებიც გაიმართა. ისინი ძამას ხეობა, გურია და იმერეთი მოინახულეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და ერთმანეთსა თუ პედაგოგებს მეტად დაუახლოვდნენ.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში, 15 ოქტომბერს, ხელების დაბანის საერთშორისო დღე აღინიშნა. გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურად ჩაერთო.
იხილეთ ფოტოები: