ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა ხელების დაბანის საერთაშორისო დღე სხვადასხვა თემატური აქტივობით აღნიშნეს. გარდა ამისა, მასწავლებლებმა და ექთანმა ხელების საპნით დაბანის, როგორც დაავადებისგან თავდაცვის, ეფექტურ საშუალებაზე ისაუბრეს.
დისკუსიაში მოსწავლეებიც მონდომებით ჩაერთნენ, მათ ცნობიერება აუმაღლდათ, თემატური ნამუშევრები დაამზადეს და დრო ნაყოფიერად გაატრეს.
შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერი ხელების დაბანის მსოფლიო დღეა. ხელების დაბანის დღე 2008 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება და ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას ხელების წყლითა და საპნით დაბანის მნიშვნელობის შესახებ.
იხილეთ ფოტოები: