ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს გახანგრძლივებული, მოსამზადებელი ჯგუფი.
მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგ რჩებიან სკოლაში მათთვის უსაყვარლეს ანა მასწავლებელთან.
მოსწავლეები საინტერესო, სახალისო აქტივობებით კითხულობენ, ხატავენ, ანგარიშობენ, თამაშობენ როლურ თამაშებს.
„212-ე სკოლაში სიყვარულისა და ხალისის ზეიმია“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კვლავ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: