ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სკოლას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
შეხვედრა შედგა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ქართული ჯარისა და ჯარისკაცების პროფესიული ვალდებულებების შესახებ. სტუმრებმა უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. მოსწავლეებმა სამხედრო მოსამსახურეებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
იხილეთ ფოტოები: