ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა და არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებენ. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ტური ჩატარდა. თამაშში საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თითოეული გუნდი 5 მონაწილისაგან შედგებოდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები თამაშის დროს, გუნდურად იღებდნენ გადაწყვეტილებას და ყველა მონაწილის აზრს ითვალისწინებდნენ.
თამაშში დაწინაურდა მე-7 კლასი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე გავიდა მე-8 კლასი.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ, გამარჯვებულ გუნდს კი შემდეგ ტურში გულშემატკივრობენ.
„წარმატებას ვუსურვებთ მეორე ეტაპზე, გადასულ გუნდს. მადლობა, ჩვენი სკოლის პედაგოგებს, აქტიურობისათვის, ჩართულობისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: