თბილისის N212 სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სასკოლო პროექტები გრძელდება
22-10-2024

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლა კვლავ აგრძელებს ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით სასკოლო პროექტებს.

სპორტის პედაგოგის - მაია გარსევანიშვილის ინიციატივით, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა სკოლის სტადიონზე ფეხბურთი ითამაშეს. 

მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და ბევრი იხალისეს. 

„ფეხბურთი ჩვენი მოსწავლეებისთვის მარტო თამაში არ არის: მოტივაცია, მხიარულება, კლასებს შორის მეგობრობა, ეს არის ამ აქტივობის მთავარი მიზანი.

მოსწავლეთა ყიჟინა და მხიარულება ყოველდღიურად ალამაზებს 212-ე სკოლას“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

მატჩში მე-7 კლასის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს. სკოლაში მოწაფეთა აქტიურობა ახარებთ და მათ ბედნიერ და ნათელ მომავალს უსურვებენ. 

„ვულოცავ, გამარჯვებას მე-7 კლასს. მადლობა, სპორტის პედაგოგს - მაიკო გარსევანიშვილსა და ჩვენ მომავალ ფეხბურთელებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203