ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით აქტიურად ერთვებიან არაფორმალური განათლების პროექტებში და თავიანთ ცოდნას წარმოაჩენენ.
ახლახან, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა. ინტელექტუალური თამაში ორ ასაკობრივ კატეგორიაში: VI-VII-VIII და IX-X-XI კლასის მოსწავლეებს შორის ჩატარდა. მასში მონაწილეობა 14-მა გუნდმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ქვედა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა VIIა კლასის გუნდმა - „საოცრება“(დამრიგებელი - ლოლა ტოფაძე). ზედა ასაკობრივ კატეგორიაში კი XI კლასის გუნდმა - „იქსმა“ გაიმარჯვა (დამრიგებელი - ბესიკი აბრამიძე).
გამარჯვებული გუნდები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მონაწილეობას მიიღებენ საქალაქო ჩემპიონატში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შიდასასკოლო ჩემპიონატი სკოლაში კოტე გოშხეთელიანის ხელმძღვანელობითა და X კლასის (დამრიგებელი - ნანა მაისურაძე) მოსწავლეების ორგანიზებით გაიმართა, რომელთა შორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ - ლიზი ქურციკიძე, ანასტასია ქასრაშვილი, ნიკოლოზ ლომთაძე, მარიამ ჯავახიძე და ნინი გაბუნია.
იხილეთ ფოტოები: