თბილისის N212 საჯარო სკოლის ფეხბურთელი ვაჟების თამაშების სერია გრძელდება
22-10-2024

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია. 

სკოლის ფეხბურთელი ბიჭების თამაშების სერია გრძელდება. 

ამჯერად, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლე ვაჟებმა, ფეხბურთი მეზობელი სკოლების თანატოლებთან ითამაშეს. 

თამაში ძალიან აზარტულად, მეგობრულად და ხალისიანად წარიმართა, მოსწავლეებს მთელი სასკოლო საზოგადოება გულმხურვალედ გულშემატკივრობდა. 

თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-2 ადგილი დაიკავეს, დაწინაურდა N214 საჯარო სკოლა.  

„ვულოცავთ, ყველა მონაწილეს გამარჯვებას და თამაშში მონაწილეობას, ასევე მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის უსაყვარლეს მაიკო მასწავლებელს და მის კოლეგებს, საინტერესო ინიციატივებისათვის“- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენე, რომ ასეთი თამაშები ხელს უწყობს სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღმავებას, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას. 

„ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ!“ - ასეთია თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებელთა შემართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203