საყუნეთის საჯარო სკოლის პირველკლასელები „ანბანის შემობრძანებას“ სიხარულით და ხალისით შეხვდნენ
17-10-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განმავითარებელი მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ახლახან, პირველი კლასის მოსწავლებმა ანბანის სწავლა დაიწყეს, პატარები „ანბანის შემობრძანებას“ სიხარულით და ხალისით შეხვდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლასის დამრიგებელი, მარეხი ყურმაშვილი კრეატიული იდეებით გამოირჩევა. ამჯერად, მან პირველკლასელებისთვის „ა“ და „ი“ ასო-ბგერების ახსნა თავის აღზრდილ უფროსკლასელებს - ანი დვალაშვილს და ქეთი ჩინჩალაძეს შესთავაზა. 

მე-9 კლასის მოსწავლეებმა ამ საპასუხისმგებლო საქმეს თავი ძალიან კარგად გაართვეს და პატარებს საინტერესო აქტივობები შესთავაზეს. პირველკლასელებმა გააფერადეს, გამოძერწეს და სხვადასხვა სახალისო აქტივობა შეასრულეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203