იდლიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
17-10-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი დაიწყეს.

მათ ეს მნიშვნელოვანი დღე ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელმა - მარიამ სიჭინავამ და კლასის დამრიგებელმა - ნინო ფეიქრიშვილმა დაუვიწყარ ზეიმად უქციეს. მათ პატარებს თემატური აქტივობები შესთავაზეს, პირველი ასო-ბგერები აუხსნეს, ზოგადად, ანბანის დანიშნულებაზე ესაუბრნენ და დღე გაულამაზეს.  

თავის მხრივ, მოსწავლეებმა ანბანის სწავლა დიდი მონდომებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„გილოცავთ, ჩვენო მერცხლებო, ამ მნიშვნელოვან დღეს. ულევ წინსვლასა და წარმატებას გისურვებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. დიდი მადლობა ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელს - მარიამ სიჭინავას, კლასის დამრიგებელს - ნინო ფეიქრიშვილსა და მშობლებს, ლამაზი დღისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203