ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის დანერგვას, ახალი გამოცდილების მიღებასა და გაზიარებას.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ჩართულია მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ „ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტში“, რომლის ფარგლებშიც სკოლა აგრძელებს აქტივობების სერიას.
ერთ-ერთი აქტივობა კი - „პრაქტიკის საზოგადოების შექმნა“, გახლავთ.
2024 წლის 25 სექტემბერს კი, ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის ინიციატივით, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაიგეგმა და მოეწყო ვორქშოპი პარტნიორი სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების მონაწილეობით, რომელსაც უძღვებოდა სკოლის დირექტორი დოდო ცქვიტაია.
სკოლა ვორქშოპზე წარადგინეს მასწავლებლებმა: ცოტნე გვაჯაიამ და ჟანა ბელქანიამ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში სკოლებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა, კურიკულუმის კომპონენტების გაძლიერება, სწავლისა და სწავლების ხარისხის ხელშეწყობა მოსწავლის პროგრესზე დაკვირვებით.
შეხვედრას მასპინძლობდა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და მისი ხელმძღვანელი მამუკა ბულია, რომელიც აქტიურად არის ჩართული სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და პოზიტიური პრაქტიკის გაზიარების საქმეში.
იხილეთ ფოტოები: