ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის პირველკასელები წიგნიერების სამყაროში დიდი ინტერესით მოგზაურობენ, პედაგოგის დახმარებით კი ეს მოგზაურობა საინტერესო თავგადასავლებითაა სავსე.
ამჯერად, პირველკლასელთათვის ანბანის გაცნობის ღონისძიება გაიმართა. მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული საგაკვეთილო პროცესით მოსწავლეებმა შეაბიჯეს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში.
პატარებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ანბანის თემატიკაზე შექმნილი ქართული სიმღერები. მასწავლებლებმა მოსწავლეებს გააცნეს ქართული ანბანის ისტორია და „დედა ენის“ მნიშვნელობა.
განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ასობგერა „ჟ“, რომელის წარდგენა ჟირაფ ჟოზეს ხვდა წილად.
იხილეთ ფოტოები: