ქობულეთის მუნიციპალიტეტის აჭყვას საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, ია გორგაძემ საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად განახორციელა საგანმანათლებლო პროექტი - „აფხაზეთო ჩემო აფხაზეთო“.
პროექტის მიზანი სოხუმის დაცემისა და საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე პერიოდის გახსენება და გააზრება იყო.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები ,გააკეთეს ვიდეორგოლი, რომელშიც კარგად იყო წარმოჩენილი ის მძიმე და ტრაგიკული კადრები, თუ რა გამოიარა ქართველმა ხალხმა და რა სულიერი და ფიზიკური ტრამვები მიიღეს დევნილებმა.
პროექტის დასასრულს, მე-7 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერა აფხაზეთზე, მუსიკის მასწავლებლის - მარინა ფევაძის ხელმძღვანელობით.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი საინტერესოდ წარიმართა და მადლობას უხდიან მასწავლებლებს და თითოეულ მონაწილეს.
იხილეთ ფოტოები: