ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში განსაკითრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის ქართული ისტორიის სწავლებასა და მათთვის იმ დიდი გზის გაზიარებას, რაც ერმა დღემდე მოსასვლელად განვლო.
„სოხუმში ტირიან მიმოზები,
არ აყვავდებითო!მოთქვამენ თურმე.
რის გაზაფხულიაო! ჩაუცვამთ ძაძები,
ცრემლები ასკდებათ ნატყვიარ გულზე“, - ამ სიტყვებით კი სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს.
მოსწავლები ამ დღის ქრონიკებს გაეცნენ და ომს შეწირულ, სამშობლოს ერთიანობისთვის მებრძოლ გმირებს პატივი მიაგეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგი თეა კელენჯერიძე ხელმძღვანელობდა.
„მადლობა ჩვენს მოსწავლეებს და ჩვენს უსაყვარლეს თეა მასწავლებელს, რომელიც ყოველ წელს აღნიშნავს ამ დღეს. ჩვენ დავბრუნდებით...“, - ამ სიტყვებით კი, მადლობა გადაუხადა სკოლკის დირექტორმა - მარი ჯანიაშვილმა სასკოლო საზოგადოებას, ემოციური ღონისძიებისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: