ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი მინიფეხბურთში, მუნიციპალური პირველობის გამარჯვებულია
18-10-2024

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საფეხბურთო გუნდის წარმატებას აღნიშნავენ. 

11 ოქტომბერს, სკოლის მოსწავლეთა შორის გაიმართა რაიონული პირველობა მინიფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობდა 6 სკოლა. ზარიძეების საჯარო სკოლის გუნდმა მუნიციპალურ ტურში წარმატებით იასპარეზა, მოიგო ყველა თამაში და ღირსეულად დაიკავა პირველი ადგილი.

სასკოლო თემი ულოცავს ნორჩ ფეხბურთელებს წარმატებას.

„დაე საწინდარი ყოფილიყოს ეს მიღწევა არაერთი მომავალი წარმატების“,- სიხარულით აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203