ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღესთან დაკავშირებით საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
აქტივობის მიზანი იყო ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და ევროპული ენების პოპულარიზაცია.
მე-10 და მე- 8 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლის, მირანდა ქათამაძის ხელმძღვანელობით, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საინტერესო ფაქტები ევროპულ ენებთან დაკავშირებით.
მოეწყო სახალისო შეჯიბრი, მუსიკალური ნომერი, ვიქტორინა, რითაც მოსწავლეები უფრო მეტად დაუახლოვდნენ ევროპულ კულტურულ თუ ენობრივ თავისებურებებს.
იხილეთ ფოტოები: