ოზურგეთის N1 და გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლების მოსწავლე-მასწავლებლები ისტორიულ მუზეუმში ლექციას დაესწრნენ 
17-10-2024

ოზურგეთის N1 საჯარო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებში მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლე-მასწავლებლები ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც პროექტის - „იცოდე შენ გააცანი სხვას“ ფარგლებში, საჯარო ლექცია ჩატარდა.

მომხსენებელი ბადრი გორგილაძე გახლდათ.

ლექცია ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203