საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზია მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ იქ, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება იმართება. ამჯერად, სკოლა-გიმნაზიაში „პინოქიოს კვირეული“ ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები შეასრულეს. მათ ხის თოჯინა - პინოქიო „გაიცნეს“, რომელმაც საკლასო ოთახში დიდი ჟრიამული შეიტანა. ასევე, საკუთარი ხელებით დაამზადეს პინოქიოს სახასიათო ჩაჩი და ცხვირი. მოსწავლეემა მოირგეს „პერსონაჟის სკამი“, ანიმაციურ ფილმს უყურეს, კომიქსები თემაზე - „პინოქიო სკოლაში მიდის“ შეასრულეს და სცენა - „პინოქიო ყიდის ანბანს“ გაითამაშეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებისთვის კარლო კოლოდის უკვდავი ნაწარმოები საოცრად საინტერესო აღმოჩნდა და მოცემული ეპიზოდი ხალისით შეისწავლეს.
ისინი აქტივობებში II კლასის დამრიგებლის, ცირა ბიგვავას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: