საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ღია გაკვეთილით დაიწყეს
17-10-2024

საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე პირველი კლასიდანვე ზრუნავენ. 

მოსწავლეებს პედაგოგები საინტერესო და მამოტივირებულ აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, I კლასში ღია გაკვეთილი - „ანბანის შემობრძანება“ ჩატარდა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე, პედაგოგ იზა მანიას ხელმძღვანელობით, უდიდესი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო,

ღია გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებმა „ია“ კლასში საზეიმოდ მიიწვიეს და სხვადასხვა თემატური აქტივობა შეასრულეს. 

აღსანიშნავია, რომ მოტივირებულმა მოსწავლეებმა „ანბანის“ სამყაროში თამამად შეაბიჯეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203