ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებით აფასებენ პედაგოგების ღვაწლსა და იმ ფასდაუდებელ შრომას, რასაც ახალი თაობების აღზრდის საქმეში დებენ.
ცხადია სკოლაში აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია მასწავლებლის საერთაშორისო დღეს.
სკოლის ადმინისტრაციამ პედაგოგებს სიურპროზებით სავსე დღე აჩუქა - პედაგოგებმა საზეიმოდ გაიარეს წითელ ხალიჩაზე და სასკოლო საზოგადოების მილოცვები და კეთილი სურვილები მიიღეს.
პედაგოგოგებს სასკოლო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა, იმისთვის, რომ მყარად და დიდი შემართებით დგანან განათლების სადარაჯოზე და ზრუნევენ, ქვეყანას ღირსეული, განათლებული მამულიშვილები აღუზარდონ.
„სიურპრიზებით სავსე დღე ,რომლის ემოციები და შთაბეჭდილებები დიდხანს გაგვყვება“, - ასე აფასებენ პედაგოგები დღეს და სკოლას მადლობას უხდიან დაფასებისთვის.
იხილეთ ფოტოები: