სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პროფესიონალი პედაგოგები კი მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
როგორც სკოლაში ამბობენ, ქართველი კაცი ყოველთვის ცდილობდა, რომ თავის სამშობლოს პოეზიის საშუალებით მოჰფერებოდა. ამ ტრადიციის გასაგრძელებლად კი, სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში კვირეული - „პოეზია და ჩემი სამშობლო“ იმართება.
აღსანიშნავია, რომ კვირეულში სასკოლო საზოგადოების წევრები - მოწავლეები, მასწავლებლები და მშობლები მონაწილეობენ. იდეის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლენა სტურუა გახლავთ.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა სხვადასხვა ლექსი წაიკითხეს და სამშობლოს ასე მოეფერნენ.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: